www.teen4.ucoz.com
ორშაბათი, 2024-04-29, 3:40 PM
მთავარირეგისტრაციაშესვლა მოგესალმები Guest | RSS

საიტის მენიუ

კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

შესვლის ფორმა

top video

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 44

Block title

მთავარი » 2011 » აგვისტო » 19 » ალესია ბეთ მური ანუ ფინქი.. (Pink)
9:27 PM
ალესია ბეთ მური ანუ ფინქი.. (Pink)


ალესია ბეთ მური ანუ ფინქი.. (Pink)


ალესია ბეთ მური დაიბადა 1979 წლის 8 სექტემბერს პენსილვანია, აშშ–ში. ცნობილი თავისი პროფესიული ფსევდონიმით ფინქი (Pink). ორი გრემის ჯილდოს მფლობელი ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი, რომელიც ცნობილი 2000-იან წლებში გახდა.


ალესია ბეთ მური ანუ ფინქი.. (Pink)


პირადი ცხოვრება:

ფინქი დაიბადა ვიეტნამის ომის ვეტერანისა და ექთნის ოჯახში. მამამისი რელიგიით კათოლიკეა. დედამისი ებრაელია, ბებიამისი კი წარმოშობით ლიტვიდან იყო. პინკს პატარაობიდანვე განუვითარდა ასთმა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისი მუსიკალური კარიერისთვის. იგი ახალგაზრდობაში რამდენიმე სხვადასხვა ჯგუფში მღეროდა, თუმცა 18 წლის ასაკში სოლო კონტრაქტი დაამყარა ხმისჩამწერ სტუდია LaFace Records-თან.


ალესია ბეთ მური ანუ ფინქი.. (Pink)



ალბომები:

ფინქის პირველი სტუდიური ალბომი გახლდათ R'n'B-ის სტილის მუსიკის ზეგავლენის ქვეშ ჩაწერილი Can't take me home. ალბომი მოულოდნელი ჰიტი გახდა მთელს მსოფლიოში და რამდენიმე პოპულარული სინგლის წყარო გახდა, ისეთების როგორიცაა ”You make me sick" და "Most girls". ალბომი აშშ-ში დაახლოებით 3,5 მილიონი ეგზემპლიარის ოდენობით გაიყიდა, მსოფლიოში კი 5 მილიონზე მეტი ეგზემპლარი. ფინქის მეორე ალბომი "Missundaztood" გახდა მომღერლის პოპ-ვარსკვლავად გადაქცევის უმთავრესი მიზეზი. ალბომიდან სინგლის სახით გამოვიდა 4 უაღრესად პოპულარული ჰიტი, ესენია: "Get the party started", "Don't let me get me", "Just like a pill" და ალბათ საქართველოში ყველაზე კარგად ცნობილი ჰიტი "Family Portrait". პირველი ალბომისგან განსხვავებით "Missundaztood" იყო პოპ-როკზე ორიენტირებული ალბომი. ალბომი უდიდესი წარმატებით სარგებლობდა მთელს მსოფლიოში. იგი გაიყიდა 16 მილიონი ეგზემპლარის ოდენობით, აქედან 5 მილიონზე მეთი აშშ-ში. მომღერლის მესამე სტუდიური ალბომი "Try This" წინამორბედთან შედარებით გაცილებით ნაკლებწარმატებული აღმოჩნდა. იგი გამოიცა 2003 წელს და უმეტეს წილად მძიმე როკის სიმღერებით იყო სავსე. მან მსოფლიოში მხოლოდ 3,5 მილიონი ეგზემპლარის გაყიდვა შეძლო. "Try This"-ის შემდეგ ფინქმა გრძელვადიანი შესვენება აიღო და კვლავ დაუბრუნდა სცენას 2006 წლის აპრილში, როდესაც გამოუშვა თავისი მე-4 სტუდიური ალბომი "I'm Not Dead". ალბომი დიდი წარმატება იყო, როგორც გაყიდვების, აგრეთვე კრიტიკოსების რეაქციის მიხედვით. ბევრმა კტიტიკოსმა ალბომს 2006 წლის საუკეთესი ალბომი უწოდა. ალბომის პირველი სინგლი იყო "Stupid Girls", რომლის კლიპიც დიდი განსჯის საგანი გახდა. სიმღერასა და კლიპში ფინქმა გააკეთა ცნობილი ამერიკელი ვარსკვლავები პაროდია. ალბომიდან გამოვიდა კიდევ 3 წარმატებული სინგლი, ესენია: "Who Knew", "U + Ur Hand" და "Nobody Knows". მსოფლიოშო ალბომის 6 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა, რაც ბოლო დროისათვის, როდესაც ალბომების გაყიდვები საგრძნობლად კლებულეობს, ძალიან კარგი მაჩვენებელია. ფინქის მე-5 სტუდიური ალბომი 2008 წლის 28 ოქტომბერს გამოვიდა. მისი პირველი სინგლი "So What" მომრერლის უდიდესი ჰიტი გახდა მსოფლიოს მასშტაბით. სიმღერამ პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ჩარტებში, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, გერმანია, ირლანდია და ა.შ. სიმრერამ ზედიზედ 6 კვირა გაატარა მსოფლიო ჰიტების ჩარტის უმაღლეს საფეხურზე.


ალესია ბეთ მური ანუ ფინქი.. (Pink)
ნანახია: 708 | დაამატა: qeta | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი–ჩატი
200

bow chika wow wow

სტატისტიკა

Copyright MyCorp © 2024 Make a free website with uCoz