www.teen4.ucoz.com
ორშაბათი, 2024-04-29, 5:23 PM
მთავარირეგისტრაციაშესვლა მოგესალმები Guest | RSS

საიტის მენიუ

კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

შესვლის ფორმა

top video

ჩვენი გამოკითხვა
რომელი teen star მოგწონთ???
სულ პასუხი: 71

Block title

მთავარი » 2011 » აგვისტო » 4 » ენრიკე იგლესიასმა ქართველი მსმენელისთვის ცამეტი ჰიტი შეასრულა
11:47 PM
ენრიკე იგლესიასმა ქართველი მსმენელისთვის ცამეტი ჰიტი შეასრულა

ენრიკე იგლესიასის კონცერტს ბათუმში, "ევროპის მოედანზე" დაახლოებით რვა ათასი მაყურებელი დაესწრო. ათობით ათასი ბათუმელი და ბათუმის სტუმარი კი, შოუს ბულვარსა და თეატრთან დამონტაჟებულ ეკრანზე ადევნებდა თვალს. კონცერტს ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. 

ენრიკე იგლესიასმა ქართველი მსმენელისთვის 13 ჰიტი შეასრულა. მრავალათასიან აუდიტორიაში კი, ყველაზე მეტად 19 წლის თამუნას გაუმართლა. მსოფლიო მეგავარსკვლავმა ერთ-ერთი ჰიტის შესრულების დროს იგი სცენაზე აიყვანა და პირადად მისთვის იმღერა. 

პოპმუსიკის ვარსკვლავმა ძველ, კარგად ნაცნობ ჰიტებთან ერთად, სიმღერები ახალი ალბომიდანაც შეასრულა.
36-მეტრიან სცენაზე ესპანელი ვარსკვლავის გამოჩენამდე, ქართველი შემსრულებლები მღეროდნენ. კონცერტი გაიხსნა სტეფანეს და სამი გოგოს სიმღერით. რამდენიმე სიმღერა შეასრულეს სოფო ნიჟარაძემ და ჯგუფმა "ელდრაინი". 
ბათმუს ქუჩები კონცერტამდე და კონცერტის დროს თითქმის პარალიზებული იყო, გართულებული იყო მოქლაქეების გადაადგილება. 

ენრიკე იგლესიასმა ბათუმი წუხელვე დატოვა. 


ნანახია: 569 | დაამატა: elleeeee | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი–ჩატი
200

bow chika wow wow

სტატისტიკა

Copyright MyCorp © 2024 Make a free website with uCoz