www.teen4.ucoz.com
პარასკევი, 2024-05-03, 9:29 AM
მთავარირეგისტრაციაშესვლა მოგესალმები Guest | RSS

საიტის მენიუ

კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

შესვლის ფორმა

top video

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 44

Block title

მთავარი » 2011 » ივნისი » 30 » *ნ*ა*ყ*ი*ნ*ი
10:11 PM
*ნ*ა*ყ*ი*ნ*ი
ნაყინის ” დაბადების ” უამრავი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი იმპერატორ ნერონს უკავშირდება, მან უბრძანა თავის მსახურებს, მთიდან ყინული ჩამოეტანათ და მისთვის ხილი დაემატებინათ.

აგრეთვე ადრეულ ხანაში ჩინელ იმპერატორ ტანჰას ჰქონდა ყინულის და რძის ნარევის მომზადების თავისი მეთოდი.


ასე რომ, ნაყინი ევროპაში ჩინეთიდან ჩამოიტანეს.
მეორე ლეგენდის თანახმად, აღმოსავლეთში მოგზაურების შემდეგ მარკო პოლომ ნუგბარის დასამზადებელი რეცეპტი ჩამოიტანა, რომლის გასაციებლად იყენებდნენ არა მარტო თოვლს, არამედ გვარჯილასაც.


ამ დროიდან შარბათი და რძე მუდმივად იყო ევროპელი არისტოკრატების მენიუში. სწოორედ ამ დროიდან გახდა ნაყინი ” ინტრიგნების” წყარო. მზარეულები საიდუმლოდ ინახავდნენ ნაყინის მომზადების რეცეპტს.


დროთა განმავლობაში იტალიურ და ფრანგულ სამეფო კარზე შემოვიდა მოდაში ყინულის და რძის შარბათის დამზადება. თვით ცნობილი გურმანი ლუდოვიკო 14-ეც კი არ ამბობდა უარს ამ ნუგბარზე.

1647 წელს ფრანგმა კულინარმა ჟერარ ტირსენმა გამოიგონა ორიგინალური რეცეპტი – გაყინული ვანილიანი კრემი, რომელიც რძისგან და ნაღებისგან მზადდებოდა. სიახლეს უწოდეს ” ნეაპოლიტანური ნაყინი ” .

ამის შემდეგ ყინულიანი დესერტის რეცეპტურა მუდმივად უმჯობესდებოდა. რუსეთში, ცხელ დღეებში, უძველესი დროიდან მიიღთმევდნენ გაყინული რძის ” ბურბუშელას ” .


ციმბირის სოფლებში დიასახლისები დღესაც ყინავენ რძეს. მას შემდეგ, რაც ეს ნუგბარი ამერიკაში მოხვდა, იგი გახდა საყვარელი დესერტი ისეთი ცნობილი ამერიკელებისთვის, როგორებიც იყვნენ ჯორჟ ვაშინგტონი და თომას ჯეფერსონი. ისინი ამ ნუგბარით უმასპინძლდებოდნენ თავიანთ სტუმრებს. პირველი სანაყინე ამერიკაში 1776 წელს გაიხსნა. 

მეთოდები და ტექნოლოგია…




ნაყინის წარმოების ტექნოლოგიის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა, მაშინ როცა გამოიგონეს ყინულში მარილის შერევის მეთოდი, რითაც შესაძლებელი გახდა, შეემცირებინათ და ეკონტროლებინათ ნაყინის მასამზადებლად საჭირო ინგრედიენტების ტემპერატურა.

ნაყინის წარმოებისათვის ასევე მნიშვნელოვანია მბრუნავთათებიანი ხის სათლის გამოგონება. ფილადელფიელმა კონდიტერმა ავგუსტოს ჯექსონმა 1832 წელს გამოიგონა ნაყინის მოსამზადებელი ახალი რეცეპტები.

ნენსი ჯონსონის – ხელით დასამზადებელი სანაყინე


1843 წელს ინგლისელმა ნენსი ჯონსონმა გამოიგონა ნაყინის ხელით დასამზადებელი დანადგარი და დააპატენტა. მაგრამ ახალი დანადგარისათვის ფული არ ეყო.

პატენტი მიჰყიდა ამერიკელებს და 1851 წელს ბალტიმორში გაიხსნა პირველი ქარხანა, რომელმაც გამოუშვა ნაყინის პირველი პარტია. და აი, უკვე 150 წელზე მეტია, მუდმივად ხდება რეცეპტურების, ტექნოლოგიების და დანადგარებიის დახვეწა.. მექანიკური გაყინვის შემდეგ ნაყინი ფართოდ გავრცელდა და დიდი მოგება მოჰქონდა.


გაჩნდა ნაყინის მაღაზიებიც. 1926 წელს კლარენს ვოგტმა გამოიგონა პირველი წარმატებული კომერციული სანაყინე. პირველი ნაყინი ხვეული ამერიკაში წმ. ლუისის ბაზრობაზე ჩამოასხეს.
ახალი ერა

90-იან წლებში გამოჩნდა უფრო მკვრივი, უმაღლესი კლასის ნაყინი.

1. 1919 წელს ამერიკელმა ქრისტიან ნელსოდმა შეიმუშავა შოკოლადით მომინანქრებული ნაყინის რეცეპტურა. მას დაარქვეს ” ესკიმო ” .


2. ნაღების ნაყინი პირველად გამოიგონეს ნაპოლეონ მესამის დროს. ცნობილი პლომბირიც წარმოშობით საფრანგეთიდანაა. მისი სახელი უკავშირდება ქალაქს, სადაც ის გამოიგონეს – პლომბირი -ლე-ბამ.


3. 1904 წელს ქალაქ სენტლუსიაში გაიმართა ნაყინის საერთაშორისო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ვაფლის ჭიქების დასამზადებელი პირველი ავტომატი. ასე გაჩნდა ვაფლისჭიქიანი ნაყინი.












ნანახია: 1420 | დაამატა: qeta | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი–ჩატი
200

bow chika wow wow

სტატისტიკა

Copyright MyCorp © 2024 Make a free website with uCoz