www.teen4.ucoz.com
ხუთშაბათი, 2024-05-02, 3:49 AM
მთავარირეგისტრაციაშესვლა მოგესალმები Guest | RSS

საიტის მენიუ

კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შესვლის ფორმა

top video

ჩვენი გამოკითხვა
რომელი teen star მოგწონთ???
სულ პასუხი: 71

Block title

მთავარი » 2011 » ივლისი » 25 » sicili da xasiatebi=)
7:32 PM
sicili da xasiatebi=)
სიცილი და ხასიათები
სიცილის უამრავი მანერა არსებობს, რაც ადამიანის ხასიათზე მეტყველებს. მე რამდენიმე მათგანს შემოგტავაზებთ. იყავით გულახდილები და აღიარეთ, როგორი ხასიათი გაქვთ! 

1. სიცილის დროს ტუჩს ნეკა თითით ეხები?
ეს ნიშნავს რომ ყველაფერზე შენი აზრი გაქვს, რომელსაც ყოველთვის ჯიუტად იცავ. მოგწონს, როდესაც შენი იმიჯით აღაფრთოვანებ გარშემომყოფებს, მაგრამ ეს ზოგჯერ გამაღიზიანებელია მათთვის.

2. სიცილის დროს პირზე ხელს იფარებ?
მორიდებული ხარ და საკუთარი თავის რწმენა გაკლია. ჩრდილში ყოფნას ამჯობინებ და არასდროს იხსნები.

3. სიცილის დროს თავს უკან წევ?
ძალიან მიმდობი და გულღია ადამიანი ხარ. გაქვს ფართო ინტერესები. მოულოდნელობით ხარ სავსე. უფრო მეტად გულს უსმენ, ვიდრე გონებას.

4. სიცილის დროს ხელით სახეს ან თავს ეხები?
მეოცნებე ხარ. მეგობრები და ახლობლები მეოცნებეს გეძახიან. ეს ცუდი არ არის, მაგრამ ზოგჯერ რეალობის შეგრძნება არ გაწყენდა.

5. სიცილის დროს ცხვირს იჭმუხნი?
გრძნობები და შეხედულებები ხშირად გეცვლება, ემოციური და პრეტანზიული ადამიანი ხარ. ფეთქებადი ხასიათი გაქვს, ამიტომ გარშემომყოფებს შენთან ურთიერთობა უჭირთ.

6. სიცილის დროს პირს აღებ და ხმამაღლა იცინი?
ტემპერამენტიანი და აქტიური ხარ. ცოტა თავშეკავებულობა არ გაწყენდა, რადგან შენი აწყვეტილი ხასიათით გარშემომყოფებს ცოტა დისკომფორტს უქმნი. კარგი მოსაუბრე ხარ და ასეთივე მსმენელი.

7. სიცილის დროს თავდახრილი, ჩუმად იცინი?
კეთილი, სამართლიანი ხარ და მუდამ მზადმყოფი, დახმარების ხელი გაუწოდო ადამიანებს. ცდილობ არავის აწყენინო.

8. სიცილის დროს ნიკაპი ხელით გიჭირავს?
რა ასაკშიც არ უნდა იყო ყოველთვის ახალგაზრდულად იქნები. ხშირად ჩადიხარ ისეთ საქციელს, რომელსაც შემდეგ ნანობ, მაგრამ მაინც არაფრის გამოსწორებას ცდილობ.

9. სიცილის დროს თვალებს ჭუტავ?
ეს მეტყველებს იმაზე, რომ გაწონასწორებული ადამიანი ხარ, ბოლომდე დარწმუნებული შენს გონებრივ შესაძლებლობებში. შენი მინუსი სიჯიუტეა.

10. სიცილის განსაკუთრებული მანერა არ გაქვს?
მაშინ ძალიან ინდივიდუალური ხარ. პირველ რიგში საკუთარ აზრს ენდობი. შეიძლება შენს გარშემომყოფებს ეს აღიზიანებდეთ.

ნანახია: 695 | დაამატა: qeta | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი–ჩატი
200

bow chika wow wow

სტატისტიკა

Copyright MyCorp © 2024 Make a free website with uCoz