www.teen4.ucoz.com
პარასკევი, 2024-05-03, 1:31 PM
მთავარირეგისტრაციაშესვლა მოგესალმები Guest | RSS

საიტის მენიუ

კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

შესვლის ფორმა

top video

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 44

Block title

მთავარი » 2011 » ივნისი » 29 » testi!!!!!!!!!!!
9:58 PM
testi!!!!!!!!!!!
გულწრფელად უპასუხეთ მოცემულ კითხვებს. კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში დაიწერეთ ერთი ქულა. ქულები შეკრიბეთ.


1) გიყვართ სეირნობა?
2) გიყვართ სტუმრების გამასპინძლება?
3) არ გიჭირთ მეგობრების ხათრით წვრილმანებზე უარის თქმა?
4) შინ ყოველთვის მოგეპოვებათ რამე მოულოდნელი სტუმრების გასამასპინძლებლად?
5) სასურველ ადამიანთა კომპანიაში შეგიძლიათ დალიოთ უფრო მეტი, ვიდრე ისურვებდით?
6) გიყვართ კარგი სამზარეულო?
7) ხშირად მართავთ წვეულებებს?
8) გყავთ მეგობრები, რომლებსაც რეგულარულად ხვდებით?
9) გიყვართ მეგობრების წრეში სიმღერა?
10) გიყვართ კარგ კომპანიაში ყოფნა?
11) ადვილად მოდიხართ გუნებაზე?
12) ადვილად ურიგდებით ადამიანს, რომელთანაც უთანხმოება მოგივიდათ?
13) როდესაც წარსულზე საუბრობთ, უმეტესად სასიამოვნო ამბებს იხსენებთ?
14) როგორ ფიქრობთ, კარგი სახის ფერი გაქვთ?
15) როდესაც თავს შეუძლოდ გრძნობთ, შეგიძლიათ, ეს არ შეიმჩნიოთ და თავი ისე დაიჭიროთ, თითქოს ყველაფერი რიგზეა?
16) სათანადო ყურადღებას უთმობთ საკუთარ ჯანმრთელობას?
17) ხშირად იღვიძებთ თავატკივებული, გამოუძინებელი?
18) ხდება ისე, რომ დილით სამსახურში წასვლის ძალა არ შეგწევთ, რადგან წინა ღამით მოილხინეთ და მეტისმეტად გვიან დაწექით დასაძინებლად?
19) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექიმი მოწევასა და დალევას აგიკრძალავთ, შეძლებთ, უარი თქვათ ამ მავნე ჩვევებზე?
20) ერთხელ მაინც გიფიქრიათ: "არასოდეს დავიცავ დიეტას, რაც არ უნდა მოხდეს"?
21) ჭარბი წონა ხომ არ გაქვთ?
22) ხშირად მიბრძანდებით გასართობად მეუღლის, პარტნიორის გარეშე?
23) გიყვართ კომედიები?
24) ღამით გვიან დაწოლა გჩვევიათ?
25) დილაობით ადგომა გიჭირთ?
26) გიყვართ კლოუნადა?
27) ხშირად იგვიანებთ შეხვედრებზე?
28) სამსახურში ხშირად ხუმრობთ?
29) ყოველთვის ხართ მზად, საქმე მეორე დღისთვის გადადოთ და გასართობად გაეშუროთ?


დააჯამეთ ქულები

18-დან 22-მდე - გართობის დიდი მოყვარული ბრძანდებით. იმდენად დიდი, რომ მზად ხართ, მას სამსახური და ჯანმრთელობაც კი შესწიროთ. ხომ არ გეჩვენებათ, რომ მეტისმეტად ლაღ ცხოვრებას ეწევით?

13-დან 17-მდე - გონიერი ბრძანდებით, ზომიერება არც მხიარულებისა და გართობის დროს გღალატობთ, თუმცა შეიძლება ისეც მოხდეს, რომ თავი დაკარგოთ. ეს კატასტროფა არ არის - გააჩნია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას და სამსახურებრივ წარმატებებს.

8-დან 12-მდე - თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ სიცოცხლით, მაგრამ ზომიერად. სამსახური და ოჯახი თქვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე გართობა. შეგიძლიათ, კარგად დაისვენოთ, თუ, რა თქმა უნდა, ეს ზიანს არ მიაყენებს თქვენს მოვალეობას.

3-დან 7-მდე - თქვენ იშვიათად ერთობით. ალბათ ამიტომაც გიჭირთ იმ სიამოვნებათა დაფასება, ცხოვრება რომ გვთავაზობს. მეტისმეტად გონიერი ხართ და მშვიდ, გაწონასწორებულ, კარგად ორგანიზებულ ცხოვრებას ამჯობინებთ. თითქოს გეშინიათ კიდეც გადაჭარბების, ჩარჩოების დამსხვრევის.

1 ან 2 ქულა - თქვენ შექმნილი ხართ ისეთი ცხოვრებისთვის, რომელიც გართობის მოყვარული ადამიანისთვის აუტანელი იქნებოდა. თქვენ ამ უკანასკნელის საპირისპირო კატეგორიას ეკუთვნით. თქვენმა ასეთმა ხასიათმა შესაძლოა ბევრი დააფრთხოს.
ნანახია: 605 | დაამატა: qeta | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი–ჩატი
200

bow chika wow wow

სტატისტიკა

Copyright MyCorp © 2024 Make a free website with uCoz